მოკლე შინაარსი: ”ნუ შეიძულებ სუსტ ნაშიერს, ის შეიძლება ვეფხვის შვილი აღმოჩნდეს” - ამბობს მონღოლთა ანდაზა... პატარა ტემუჯინმა - მომავალმა ჩინგისხანმა, გამოიარა შიმშილი, დამცირება და მონობა. მასზე ნადირობდნენ, აწამებდნენ და ღალატობდნენ. ის გადარჩა, თუმცა ეს თითქოს და შეუძლებელი იყო. მისი ძალა, ჭკუა და სიცოცხლის სურვილი, ჩვეულებრივ ადამიანთან შეუდარებელი იყო. ტემუჯინს მხარს უჭერდა თავისი პირველი და საყვარელი ცოლის - ბორტეს სიყვარული, რომელიც მას ვერავინ წაართვა...